საქართველოს ძიუდოისტთა ფედერაციის ყრილობამ ვიცე-პრეზიდენტები აირჩია

საქართველო, თბილისი - 2009-12-05 17:10:00

ქუთაისში საქართველოს ძიუდოისტთა ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა გაიმართა. აღმასკომის წევრებმა რამდენიმე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღეს. 

აღმასკომმა ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტად გიორგი ალექსიძე აირჩია, ვიცე-პრეზიდენტად კი იმერეთის რეგიონალური ფედერაციის ხელმძღვანელი, დავით ხახალეიშვილი.


დელეგატებმა ფედერაციის წესდებაში ცვლილებების განხორციელებაზეც იმსჯელეს.