ძლიერმა ქარმა სენაკი დააზარალა

საქართველო, თბილისი - 2009-12-04 12:13:00

 სენაკში ძლიერმა ქარმა რამდენიმე ოჯახსა და ადმინისტრაციულ შენობას ზიანი მიაყენა. როგორც სენაკის გამგებელმა, კობა კილასონიამ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, გუშინ ძლიერი ქარის გამო დაზიანდა რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა. 

"ქარმა სახურავი გადახადა რამდენიმე სახლს, ადმინისტრაციულ შენობას, ასევე დააზიანა დევნილთა სკოლა სოფელ ზანაში", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" კობა კილასონიამ.

ძლიერმა ქარმა სახურავი ახადა ქალაქის ცენტრში მდებარე რესტორან "ტურისტს".

კილასონიას განცხადებით, ზარალის რაოდენობა ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. სენაკის გამგებლის განცხადებით, ამ დროისათვის სენაკში შედარებით მშვიდი ამინდია