გურჯაანის სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდება

საქართველო, თბილისი - 2009-12-03 16:06:00

გურჯაანის რაიონის სოფლებს ახაშენს, ველისციხეს, მუკუზანს, ვაზისუბანს, შაშიანს, კალაურს და ვაჩნაძეანს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ს/ს `კახეთის ენერგოდისტრიბუციაში~ განუცხადეს, სოფლები რომ ელექტროენერგიის გარეშე არიან დარჩენილები, მათი კომპანიის მიზეზით არ არის გამოწვეული.

საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის ცნობით, გურჯაანის სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება 2 დღის შემდეგ აღუდგება. `შეფერხება ქვესადგურში მიმდინარე სამუშაოებით არის გამოწვეული~, - განაცხადეს ენერგოსისტემაში.