ჩრდილოეთ კორეაში მომხდარი აფეთქებისას ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა

საქართველო, თბილისი - 2009-12-03 12:52:00

ერთი ადამიანი დაიღუპა და 5 დაიჭრა ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქის გარეუბანში, პოჩხონში მომხდარი აფეთქების შედეგად. 
ადგილობრივი სამართალდამცავების განცხადებით, აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც თავდაცვის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ახალი ბომბის გამოცდას ატარებდნენ.
ბომბის ტიპის შესახებ ინფორმაცია უცნობია.
პოლიცია და სამხედრო კონტრდაზვერვა აფეთქების გამომწვევი მიზეზების გამოძიებას ატარებენ.