როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გაეროს განვითარების პროგრამის ოფისიდან აცნობეს, შეხვედრას საქართველოს მთავრობის, გაეროს განვითარების პროგრამის, კახეთის ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრებიან. დონორთა მხრიდან მიწვეული იქნება რუმინეთის ელჩი საქართელოში დან მიჰაი ბარლიბა.
კახეთის რეგიონული განვითარების ხუთწლიანი სტრატეგიის შექმნაში კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია და კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტო მონაწილეობდა, ხოლო ტექნიკური და ფინანსური ხელშეწყობა განახორციელა გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) რუმინეთის მთავრობასთან თანამშრომლობით.