ინდოეთში მომხდარი ავტოკატასტროფის ათი ადამიანია დაღუპული

საქართველო, თბილისი - 2009-12-03 12:16:00

ინდოეთში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად 10 მოსწავლე და მასწავლებელი დაიღუპა. 
შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ შტატ ტამილ ნადუში მოხდა. სკოლის ავტობუსმა მართვა დაკარგა და ხევში გადავარდა.
ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, დაღუპულია 9 მოსწავლე, ერთი მასწავლებელი.
გამორიცხული არ არის, რომ მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდოს. ავტობუსს 25 მოსწვლე და ორი მასწავლებელი გადაჰყავდა