"ამჟამად საჰაერო შეიარაღებული ძალების ბირთვული კომპონენტების თავმოყრის პროცესში ვიმყოფებით, რომლებიც ერთ ხელმძღვანელობას დაექვემდებარება. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონეზე იქნეს შენარჩუნებული ჩვენი ყველაზე მძლავრი იარაღი", _ აცხადებს სარდლობის ხელმძღვანელი გენერალ-ლეიტენანტი ფრენკ კლოტცი.
"ცივი ომი შესაძლოა დასრულდა კიდეც, მაგრამ როგორც ჩვენმა მთავარსარდალმა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აღნიშნა აპრილში პრაღაში გამოსვლისას, მანამ, ვიდრე პლანეტაზე არსებობს ბირთვული იარაღი, ჩვენთვის აუცილებელია იარაღის ქონა არსენალში, რათა არ დავუშვათ აშშ-ზე თავდასხმა და ჩვენი მოკავშირეების დაცვა უზრუნველვყოთ", _ აცხადებს კლოტცი.
თებერვალში სამხედრო ხელმძღვანელობას კიდევ გადაეცემა 500 ბირთვულ დანადგარზე.