ყარაჩაი-ჩერქეზეთის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადადგა

საქართველო, თბილისი - 2011-02-26 15:06:00


რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ყარაჩაი-ჩერქეზეთის ხელმძღვანელის ბორის ებზეევის განცხადება დააკმაყოფილა და მის განცხადებას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ხელი მოაწერა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

მედვედევის ბრძანებაში ნათქვამია - 1. მიღებულ იქნეს ყარაჩაი-ჩერქეზეთის პრეზიდენტის ბ. ებზეევის განცხადება თანამდებობიდან საკუთარი სურვილით გათავისუფლების შესახებ. 2. დაინიშნოს რაშიდ ტემრეზოვი ყარაჩაი-ჩერქეზეთის მეთაურის მოვალების დროებით შემსრულებლად. 3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.