გიორგი მაკარიძემ "ლე მანის" შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ითამაშა

საქართველო, თბილისი - 2009-12-01 18:27:00

საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატში "ლე მანის" შემადგენლობაში ქართველმა ფეხბურთელმა, 19 წლის გიორგი მაკარიძე "სენტ ეტიენის" წინააღმდეგ სადებიუტო მატჩი ითამაშა.

მატჩი ანგარიშით 1:1 დასრულდა. მაკარიძემ მოედანზე 90 წუთი დაყო.

  მისი გუნდი სატურნირო ცხრილში 15 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-18 ადგილზეა და ლიგაში ადგილის შენარჩუნებას ცდილობს. იმის მიუხედავად, რომ მაკარიძემ შეხვედრის მე-18 წუთზე თავის კარში გოლი გაუშვა, მთლიანობაში მისმა თამაშმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. 

"ლე მანი" მორიგ მატჩს 5 დეკემბერს სტუმრად "მონპელიესთან" გამართავს.