"ევროპული უსაფრთხოების შესახებ" დიმიტრი მედვედევის მიერ ინიცირებული პროექტი გამოქვეყნდა

საქართველო, თბილისი - 2009-11-30 10:19:00

ევროპული უსაფრთხოების შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის მიერ ინიცირებული პროექტი უკვე გამოქვეყნდა.

პროექტი რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 29 ნოემბერს დაიდო (http://www.kremlin.ru/news/6152  ). პროექტის მიხედვით, შეთანხმების მონაწილეებს უფლება აქვთ სხვა მონაწილეებზე შეიარაღებული თავდასხმა საკუთარ ტერიტორიაზე თავდასხმად განიხილოს და ერთმანეთს სამხედრო დახმარება გაუწიონ.

ინიციატივის თანახმად, ეს პუნქტი ეთანხმება გაეროს წესდების 51-ე პუნქტს, რომელიც თავდაცვის უფლებას ითვალისწინებს.

ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ხელშეკრულება ღიაა ევროატლანტიკური და ევრაზიული სივრცის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, მათ შორის ნატოსთვისაც.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ნატოს, ევროკავშირის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების, დსთ-ს და ეუთოს ხელმძღვანელებს უკვე გადაეგზავნათ.

რუსეთის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ პროექტს პარტნიორების მხრიდან პოზიტიური გამოძახილი და შესაბამისად კონკრეტულ ელემენტებთან დაკავშირებით საგნობრივი საუბრის დაწყებაზე მოჰყვება.