ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, ჩაიყრება რამდენიმე ათასი თესლი, რომელიც ხელს შუწყობს ბუნებრივი ტყის მასივების აღდგენას, რადგანაც თესლიდან აღმოცენებული ნერგები გაცილებით მდგრადია და მისი შეგუება გარემო პირობებთან უფრო მარტივად ხდება, ვიდრე ნერგების დარგვით.
ღონისძიება საქართველოს მწვანეთა მოძრაობასთან და თელავის რეგიონალურ ორგანიზაციასთან ერთად, ხორციელდება კახეთის გუბერნიის ხელშეწყობით, რომელშიც მონაწილებას იღებენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების რესურცენტრები. ასევე, რეგიონში არსებული 195-ე საშუალო სკოლების მოსწავლეები, რომლებიც უშაულოდ ჩაყრიან თესლს მათ რაიონებში არსებული ტყის გამეჩხრებულ მასივებში.
ყოველი რაიონის მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებში იქმნება შტაბები, სადაც შესაძლებელი იქნება ინფორმაციების მიღება ტყის გაშენების აქციასთან დაკვშირებით.