ყაბარდო-ბალყარეთში ოთხი მილიციონერი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 2011-02-02 18:26:00


ყაბარდო-ბალყარეთში უცნობმა პირებმა ოთხი მილიციონერი მოკლეს და ერთი მძიმედ დაჭრეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. აღნიშნული ინციდენტი ქალაქ ჩეგემში მოხდა.

"უცნობი პირები ქალაქის ერთ-ერთ კაფეში შევიდნენ, სადაც იმ დროს ოთხი მილიციონერი სადილობდა. მათ შს სამინისტროს თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ სამართალდამცავებმა რეაგირება ვერ მოასწრეს. ამის შემდეგ ბოროტმოქმედები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ", _ იუწყება რუსული მედია.

მათი ინფორმაციით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.