შსს-მ თავისუფლების მეტროში ადმინისტრაციული წესით 2 პირი დააკავა

საქართველო, თბილისი - 2024-12-07 00:40:00

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისუფლების მეტროში ორი პირი დააკავა. უწყება მათ წვრილმან ხულიგნობას, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. 

თავისუფლების მეტროში აქციაზე მიმავალ მოქალაქეებს პოლიცია დღესაც ჩხრეკდა. შსს-ს განცხადებით, სხვადასხვა მეტროსადგურებში "საპოლიციო ღონისძიება - მოქალაქეების ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად ჩაატარეს". 

"მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას და არ შეუშალონ ხელი სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გატარდება კანონით განსაზღვრული შესაბამისი ზომები", - წერია განცხადებაში.