ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 2024-12-06 17:24:00

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერს, ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

ალეკო ელისაშვილი 4 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურის ცნობით, ალეკო ელისაშვილი 2 დეკემბერს, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" ერთ-ერთ დამფუძნებელს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.