ჩვენ ვიცით თქვენი ევროპული მისწრაფებები, ვხედავთ ევროკავშირის დროშების ფრიალს, გვესმის თქვენი - რობერტა მეცოლა ქართველ ხალხს

საქართველო, თბილისი - 2024-12-06 17:02:00

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. 

"ახლახან ველაპარაკე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. 

ქართველ ხალხს: ჩვენ ვიცით თქვენი ევროპული მისწრაფებები, ვხედავთ ევროკავშირის დროშების ფრიალს, გვესმის თქვენი.

ევროპარლამენტი რჩება საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის ერთგული," - წერს მეცოლა.