ხელისუფლება რასაც აკეთებს, რეპრესიებია, მოვუწოდებთ პარტნიორებს მოქმედებისკენ - გიორგი გახარია

საქართველო, თბილისი - 2024-12-04 17:50:00

გახარია - საქართველოსთვის ჩხრეკებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს, არის ჩვეულებრივი რეპრესიები".

გახარია - საქართველოსთვის საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს დროულად იმოქმედონ.

"ის, რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, არის ჩვეულებრივი რეპრესიები უბრალოდ განსხვავებული აზრის წინააღმდეგ!

კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს - იმოქმედეთ დროულად საქართველოს მოქალაქეების დასაცავად!", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ დააკავეს ნიკა გვარამიაც. მანამდე კი მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაკავებულია "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი გელა ხასაიაც, ასევე, პარტია "ლელოს" 2 წევრი, ახალგაზრდული მოძრაობა "დაფიონის" ლიდერი ზვიად ცეცხლაძე

გარდა ამისა, პოლიცია შესულია ოპოზიციური პარტიების ოფისებში