სუს-მა ბანკებისგან "ნანუკას ფონდის" ფინანსური დოკუმენტაცია გამოითხოვა - ნანუკა ჟორჟოლიანი

საქართველო, თბილისი - 2024-12-03 02:17:00

ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბანკებისგან "ნანუკას ფონდის" ფინანსური დოკუმენტაცია გამოითხოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

"შემატყობინეს, რომ სუს-მა ბანკებიდან ჩემი ფონდის ფინანსური დოკუმენტაცია გამოითხოვა.

აქამდეც გელოდით და თუ ერთი ადგილი გაქვთ, რომ შეამოწმებთ, გამოდით და შემაქეთ", - წერს ის.

"ნანუკას ფონდი" საქველმოქმედო ფონდია, რომელიც საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, აგროვებს შემოწირულობებს, რათა დაეხმაროს აქციის მონაწილეებს სხვადასხვა საშუალებებით, აღჭურვილობითა და ჯარიმების გადასახდელად.