ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიცია წყლის ჭავლს იყენებს

საქართველო, თბილისი - 2024-12-02 00:35:00

პარლამენტის მიმდებარედ, ჭიჭინაძის ქუჩაზე ვითარება ისევ დაძაბულია.

სპეცრაზმელები მომიტინგეების წინააღმდეგ ისევ იყენებენ წყლის ჭავლს. ადგილზე შეკრებილები დაშლას არ აპირებენ.

პოლიციის მისამართით ისვრიან სხვადასხვა საგანსა მათ შორის კვერცხებს, ასევე პიროტექნიკას.