პარლამენტთან სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს

საქართველო, თბილისი - 2024-12-01 21:28:00

პარლამენტის წინ, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მისამართით, წყლის ჭავლი გამოიყენეს.

პოლიციის ამ ქმედებას აქციის მონაწილეები შეძახილებით შეხვდნენ. ისინი სკანდირებენ "საქართველო, საქართველო".

პარალელურად, აქციის მონაწილეები სამართალმდაცველების მისამართით, პიროტექნიკის გამოყენებას აგრძელებენ.

დაპირისპირებაა ჭიჭინაძის ქუჩაზე. სპეცდანიშნულების რაზმი აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდება. 

აქციის მონაწილეები მათ საქართველოს დროშას უჩვენებენ და ისმის შეძახილები - “მონებო!“