ვწუხვართ ევროკავშირისგან საქართველოს მთავრობის დაშორების გამო - ურსულა ფონ დერ ლაიენი

საქართველო, თბილისი - 2024-12-01 19:56:00

ვწუხვართ ევროკავშირისგან და მისი ღირებულებებისგან საქართველოს მთავრობის დაშორების გამო, - ამის შესახებ ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი „ქართული ოცნების“  მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესის 2028 წლამდე შეჩერებას X-ზე ეხმიანება.

“ვწუხვართ ევროკავშირისგან და მისი ღირებულებებისგან საქართველოს მთავრობის დაშორების გამო. 

ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას. 

ევროკავშირის კარი ღია რჩება. 

საქართველოს დაბრუნება ევროკავშირის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია”, - წერს ფონ დერ ლაიენი.