არალეგიტიმური ხელისუფლება მიმართავს უკანონო საშუალებებს, რათა ჩაახშოს ქართველთა ხმა - პრეზიდენტი

საქართველო, თბილისი - 2024-12-01 02:39:00

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ ეხმიანება რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს.

"საქართველო აპროტესტებს: კიდევ ერთი ძალადობრივი ღამე თბილისში. არალეგიტიმური ხელისუფლება მიმართავს უკანონო საშუალებებს, რათა ჩაახშოს ქართველების ხმა, რომლებიც თავიანთი კონსტიტუციური, ევროპული არჩევანისთვის მტკიცედ დგანან", - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.