ნიკა გვარამია სასამართლოში დაიბარეს

საქართველო, თბილისი - 2024-11-30 15:32:00

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი და პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია სასამართლოში გზის გადაკეტვის ორგანიზებისთვის გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ის ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

"გზის გადაკეტვის ორგანიზებისთვის დამიბარეს სასამართლოში. საცოდაობა," - წერს ნიკა გვარამია.