საქართველოში რეჟიმი ომს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს - მიხაელ როთი

საქართველო, თბილისი - 2024-11-30 12:31:00

ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი X-ზე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

„საქართველოში რეჟიმი ომს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს. თუმცა თავისუფლება გაიმარჯვებს. ევროპამ საბოლოოდ უნდა გაიღვიძოს. ჩვენ ერთგულ ევროპელებს გვერდით უნდა დავუდგეთ! საქართველოში ჩვენს საერთო ღირებულებებს საფრთხე ემუქრება”, - წერს მიხაელ როთი.