ახლა წყდება საკითხი, გადაიქცევა თუ არა საქართველო პუტინის კოლონიად, მეორე ბელარუსად - ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი)

საქართველო, თბილისი - 2024-11-29 23:25:00

ქართული წამომავლობის რუსი მწერალი ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი) საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„შემშფოთებული ვარ საქართველოს გამო. დარწმუნებული არ ვარ, რომ იქ ყველას ესმის: ახლა წყდება საკითხი არა ევროინტეგრაციის, არამედ იმაზე, გადაიქცევა თუ არა ქვეყანა პუტინის კოლონიად, მეორე ლუკაშენკას ბელარუსად“, - წერს აკუნინი.