ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა ეხმიანება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებაზე და თბილისში მიმდინარე მოვლენებს.
ცაჰნკას განცხადებით, "ოცნებამ" მოატყუა მთელი საქართველო და მათივე ამომრჩეველი.
"ქართული ოცნების" ლიდერების ბოლო გადაწყვეტილება არის გარდაუვალი შედეგი იმისა, თუ როგორ მოატყუეს მათ მთელი #ქართველი ხალხი და, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ამომრჩეველი, რომლებსაც სჯეროდათ, რომ ქართული ოცნება მათ ევროკავშირში შეიყვანდა", - წერს ცაჰკნა სოციალურ ქსელში.
The latest decision by leaders of the Georgian Dream is the inevitable result of how they have deceived the entire #Georgian people &, above all, their own voters who believed that GD would lead them to EU 🇪🇺. pic.twitter.com/TelxCFVBXj
— Margus Tsahkna (@Tsahkna) November 28, 2024