ზუსტად ის ხდება, რისიც გვეშინოდა, მმართველი პარტია ანადგურებს საქართველოს მომავალს - მიხაელ როთი

საქართველო, თბილისი - 2024-11-28 20:13:00

ზუსტად ის ხდება, რისიც გვეშინოდა, მმართველი პარტია ანადგურებს საქართველოს მომავალს ევროპის შუაგულში, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

"ზუსტად ის ხდება, რისიც გვეშინოდა: იზოლაცია ევროპის ნაცვლად. ჩაგვრა თავისუფლების სანაცვლოდ. ავტორიტარიზმი დემოკრატიის ნაცვლად. მმართველი პარტია ანადგურებს საქართველოს მომავალს ევროპის შუაგულში", - წერს როთი.

შეგახსენებთ, პრემიერმა კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ  2028 წლის ბოლომდე აჩერებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.