პარლამენტთან მიმართებაში აპრიორი ტყუილია ტერმინი ერთპარტიული პარლამენტი - ნინო წილოსანი

საქართველო, თბილისი - 2024-11-28 11:49:00

პარლამენტთან მიმართებაში აპრიორი ტყუილია ტერმინი ერთპარტიული პარლამენტი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი წერს.

“საკუთარ ამომრჩეველზე გაბრაზებული რადიკალების ბოიკოტი ვერ გახდის პარლამენტს ერთპარტიულს.

მე-11 მოწვევის პარლამენტი ამომრჩევლის მაქსიმალური მხარდაჭერით, დემოკრატიის პრინციპისა და კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით შედგა.
არჩევნების შედეგად პარლამენტი 5 პოლიტიკური პარტიით დაკომპლექტდა.
ამიტომ, გინდათ მანდატები დათმეთ, გინდათ სიები ჩახსენით, ევროპარლამენტის სცენიდან გააჟღერეთ სიცრუე ან ყოველდღიურად პარტიული ტელევიზიებიდან, ფაქტი ერთია, საქართველოს პარლამენტთან მიმართებაში აპრიორი ტყუილია ტერმინი ერთპარტიული პარლამენტი“, - წერს წილოსანი.