24-25 ნოემბერი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამით ყველაფერი არ მთავრდება, ბევრი იქნება საბრძოლი - ნიკა გვარამია

საქართველო, თბილისი - 2024-11-23 19:10:00

„24-25 ნოემბერი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამით ყველაფერი არ მთავრდება. ამას უნდა ვაცნობიერებდეთ. ბევრი იქნება საბრძოლი“, - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ  გმირთა მოედანზე განაცხადა.

„25 ნოემბერი [როცა პარლამენტი პირველად შეკრებას გეგმავს] მძიმე დღე უნდა იყოს ქართული ოცნებისთვის. საქართველოსთვის კი უნდა იყოს გამარჯვების მნიშვნელოვანი დღე“, - თქვა გვარამიამ შაბათს საღამოს, 23 ნოემბერს, გმირთა მოედანზე.

„24-25 ნოემბერი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამით ყველაფერი არ მთავრდება. ამას უნდა ვაცნობიერებდეთ. ბევრი იქნება საბრძოლი. მოსახლეობას მინდა მივმართო, ვინც ოპოზიციას მისცა ხმა, ვინც იცის, არჩევნები გაყალბდა: ნუ ველოდებით მაინცდამაინც დარბევას, დაჭერას. ვიშვიშის დრო არ არის. უნდა ვიბრძოლოთ და გამოვტაცოთ ხელისუფლება მათ, ვინც უზურპაცია მოახდინა ხელისუფლების - ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ ტვ პირველის ეთერში..

ოპოზიციური პარტიები კვირას, 24 ნოემბერს, საღამოს 9 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეკრებას და პარლამენტისკენ მორიგ საპროტესტო მსვლელობას და ღამისთევას გეგმავს. აქციას რეგიონებიდანაც შეუერთდებიან მხარდამჭერები.

ფოტო: რადიო თავისუფლება