შევხვდებით 19:00 საათზე მელიქიშვილზე - ნიკა გვარამია

საქართველო, თბილისი - 2024-11-19 17:29:00

ფეხმოუცვლელად ვდგავართ და ვიცავთ ჩვენს მომავალს - ამის შესხებ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს

“შევხვდებით 19:00 საათზე მელიქიშვილზე!

ჯიუტად, გამბედავად, ყოველგვარი უკანდახევის გარეშე - ჩვენ ვიბრუნებთ სამშობლოს!

ემოციებიც უნდა ჩავაცხროთ - ამ რუსის ომონზე ვიშვიშის და ბრაზის დრო არ გვაქვს, ფეხებზე დავიკიდოთ. თსუ-ს ისტორიულ სირცხვილს, საკუთარივე სტუდენტების მარბიელ რაზმს რო მისცა თავშესაფარი და თავდასხმის ლოკაციად აქცია, ასევე მერე გავცეთ პასუხი.

ფეხმოუცვლელად ვდგავართ და ვიცავთ ჩვენს მომავალს! რამდენიც არ უნდა გვდიონ, არსად არ წავალთ - სხვა სამშობლო ჩვენ არ გვაქვს!

p.s. უძინარებმა - გამოიძინეთ, ვისაც დაგეზარათ - აღარ დაგეზაროთ”, - წერს ნიკა გვარამია.