დავით კეზერაშვილს რუსეთში დაუსწრებლად პატიმრობა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 2024-11-17 11:48:00

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრ დავით კეზარაშვილზე, რუსეთში, სადაც მას ფართომასშტაბიან თაღლითობას ედავებიან, საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს. რუსული სააგენტო „ტასის“-ის ცნობით, მოსკოვის სასამართლომ მას დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა.

დავით კეზერაშვილი შეყვანილია რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა ბაზაში, ის საერთაშორისო ძებნაშია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდები, რაც გულისხმობს თაღლითობას „განსაკუთრებით დიდი მასშტაბით“.

სააგენტოს ცნობით, კეზერაშვილის წარმომადგენლებმა ეს გადაწყვეტილება არ გაასაჩივრეს და ის კანონიერ ძალაში შევიდა.

რუსეთიას შსს-ის ძებნის ბარათში მითითებულია, რომ კეზერაშვილი ბრალდებულია სისხლის სამართლის ორ საქმეზე. მათ შორის, რუსეთის ფედერაცია მას ედავება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში სამხედრო დანაშაულების ჩადენას.