„ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ გერმანიაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების თარიღად 16 ან 23 თებერვალს განიხილავს

საქართველო, თბილისი - 2024-11-11 23:35:00

გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ხელმძღვანელი ფრიდრიხ მერცი ვადამდელი არჩევნების ჩატარების თარიღად 16 ან 23 თებერვალს განიხილავს.

გერმანული მედიის ცნობით, ვადამდელი არჩევნების ჩატარების თარიღთან დაკავშირებით მემარჯვენე-ცენტრისტული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და მისი პარტნიორი, „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ წნეხის მიუხედავად, შოლცს არ სურს მთავრობის ნდობის შესახებ კენჭისყრის ჩატარება ბუნდესტაგში, რადაგმ შესაძლოა, გზა გაეხსნას ვადამდელი არჩევნების ჩატარებას.

გერმანიის მთავრობაში კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 ნოემბერს გერმანიის კანცლერმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ფინანსთა მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ქრისტიან ლინდნერი. ამის გამო მმართველი კოალიცია, რომელშიც „სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ შედიან, დაიშალა.