ტრამპთან არ დამარეკინოთ, ჟიგმანტუსებმა და როთებმა თქვენს ქვეყანას მიხედეთ - ირაკლი ზარქუა

საქართველო, თბილისი - 2024-11-11 16:25:00

დონალდ ტრამპმა ის ღირებულებები გაახმოვანა, რაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო მესიჯები იყო - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„დონალდ ტრამპს გამარჯვებას ვულოცავ. მან ის ღირებულებები გაახმოვანა, რაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო მესიჯები იყო – ოჯახური ღირებულებები, ოჯახური სიწმინდე, ქალი და კაცი. ამ ფსევდოლიბერალებსა და ფაშისტებს ხაზი გადაესვათ. არ დამარეკინოთ, ტრამპთან – ჟიგმანტუსებმა და როთებმა თქვენს ქვეყანას მიხედეთ, თქვენს სახელმწიფოებში მიბრძანდით. რომ დავრეკო, მათ ჰუმანურად დასჯის“, – განაცხადა ზარქუამ.