გუშინდელი არჩევნები თბილისში პუტინის მარიონეტულმა ხელისუფლებამ მოიპარა - ბორის ჯონსონი

საქართველო, თბილისი - 2024-10-27 18:42:00

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება.

ბორის ჯონსონი X-ზე წერს, რომ იგი მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რომელიც საკუთარ თავისუფლებას და მომავალს იცავს. 

„საქართველოდან წარმოქმნილი სურათი ნათელია - გუშინდელი არჩევნები თბილისში პუტინის მარიონეტულმა ხელისუფლებამ მოიპარა. 

მე მხარს ვუჭერ ქართველ ხალხს, რომელიც იცავს საკუთარ თავისუფლებას, უფლებებს და მომავალს", - წერს ბორის ჯონსონი.