ენტონი ბლინკენი ლონდონში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ლიდერებს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 2024-10-25 11:07:00

პარასკევს, 25 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ლონდონში შეხვდება იორდანიელ და საამიროელ კოლეგებს, ასევე ლიბანის დროებით პრემიერ-მინისტრს. იუწყება CNN

მედიის ცნობით, ბლინკენის საუბრები იორდანიისა საგარეო საქმეთა მინისტრთან აიმან საფადისთან და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო უწყების ხელმზღვანელთან  აბდულა ბინ ზაიდ ალ-ნაჰიანთან, სავარაუდოდ, ფოკუსირებული იქნება ომის დასრულების შემდეგ ღაზის სექტორში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და აღდგენის გეგმების მხარდაჭერაზე.

ბლინკენისა ლიბანის დროებით პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ მიქატის შეხვედრზე სავარაუდოდ, ყურადღება განახვილდება ჰეზბოლას წინააღმდეგ მიმდინარე ისრაელის სამხედრო კამპანიაზე, რამაც გამოიწვია ფართომასშტაბიანი მსხვერპლი ლიბანში, მათ შორის დედაქალაქ ბეირუთში.