ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინების გამო, თბილისის 41-ე სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა

საქართველო, თბილისი - 2024-10-07 11:51:00

თბილისში, 41-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეთა და სკოლის პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა.

არსებული ინფორმაციით, ამის მიზეზი გახდა ანონიმური სატელეფონო ზარი, რომ სკოლის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობაა.

სკოლაში საგაკვეთილო პროცესი ჩაიშალა.

ადგილზე გამნაღმველებს ელოდებიან.