ავარიას კუმისთან 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია - 7

საქართველო, თბილისი - 2024-10-06 12:17:00

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებულია 7 ადამიანია. მათ სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ.

უბედური შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.