გორში მე-4 სართულიდან ქალი გადავარდა

საქართველო, თბილისი - 2024-10-03 15:10:00

გორში, მრავალსართულიანი კორპუსის მე-4 სართულიდან ქალი გადავარდა.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, 30 წლამდე ქალი სარეცხს ფენდა რა დროსაც მას ფეხი დაუცდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.