გურიაში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 2024-10-01 16:06:00

გურიაში, ჩოხატაურის რაიონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი მძიმე დაზიანებებით, კლინიკაში იქნა გადაყვანილი.