"ქართული კოშმარი" ხელისუფლებაში დარჩენისთვის ყველაფერს აკეთებს - მიხაელ როთი

საქართველო, თბილისი - 2024-09-30 19:02:00

"ქართული კოშმარი" ხელისუფლებაში დარჩენისთვის ყველაფერს აკეთებს", - გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადებას ეხმიანება.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს"  განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებს თავად ორგანიზაციის სახელით ვეღარ დააკვირდება.

"ქართული კოშმარი" ხელისუფლებაში დარჩენისთვის ყველაფერს აკეთებს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის დამოუკიდებელი დაკვირვება აუცილებელი წინაპირობაა", - წერს მიხაელ როთი X-ზე.