თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 2024-09-30 07:56:00

თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე მომხარ ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ მოხდა. 

Info Rustavi-ს ცნობით, ერთმანეთს "ფორდის" მარკის ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს მოტოციკლის მძღოლი გარდაცვლილი დახვდა. 

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.