ბათუმში შუა ხნის კაცი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 2024-09-27 14:40:00

ბათუმში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შუა ხნის კაცი დაჭრეს. შემთხვევა გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი საპარკინგე ტერიტორიის გამო დავას მოჰყვა. თვითმხილველების თქმით, ინციდენტში მონაწილეებმა მანქანის გაჩერების გამო იჩხუბეს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.