ავტოსაგზაო შემთხვევას წიწამურის გზაზე მოპედის მძღოლი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 2024-09-21 17:08:00

ავტოსაგზაო შემთხვევა წიწამურის გზაზე, როგორც "ჩემი ქალაქი მკლავს" Facebook-ზე წერს, ავარიის შედეგად მოპედის მძღოლი დაიღუპა. ინფორმაცია მედიას შსს-ში დაუდასტურეს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.