ისინი, ვინც სიძულვილს თესავენ, ძალადობას მოიმკიან - მიხაელ როთი კესარია აბრამიძის მკვლელობაზე

საქართველო, თბილისი - 2024-09-19 10:12:00

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი თბილისში მსახიობისა და მოდელის კესარია აბრამიძის მკვლელობას ეხმიანება.

"ისინი, ვინც სიძულვილს თესავენ, ძალადობას მოიმკიან. კესარია აბრამიძე მოკლეს.

საქართველოს პარლამენტის მიერ ანტი-LGBTI კანონის მიღებიდან სულ რაღაც ერთი დღის შემდეგ.

ღრმად ვარ შეძრწუნებული და მოვუწოდებ მმართველ პარტიას "ქართულ კოშმარს", დაუყოვნებლივ გიწვიოს სამარცხვინო კანონი", - წერს როთი.

18 სექტემბერს, თბილისში, საკუთარ სახლში, მსახიობი და მოდელი, ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლეს. შსს-მ აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული პირი დააკავა.