კესარია აბრამიძის საცხოვრებელ სახლთან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 2024-09-18 22:47:00

თბილისში, დიდ დიღომში, კესარია აბრამიძის საცხოვრებელ სახლთან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, მოკლულს ჭრილობები ცივი იარაღით ყელის არეში აქვს მიყენებული.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ კესარია აბრამიძის მკვლელობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა: "მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, პოლიცია მუშაობს. აუცილებლად იქნება დასჯილი დამნაშავე. [იცით დამნაშავე ვინაა?] რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ყველაფერი ვიცით".

გავრცელებული ცნობით, კესარია აბრამიძე მეგობარმა კაცმა მოკლა.