როგორია ეროვნული ვალუტის კურსი

საქართველო, თბილისი - 2024-09-13 17:17:00

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 14 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6984 ლარი ეღირება, ევრო – 2.9939 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5446 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6984 ლარი ღირდა, ევრო – 2.9742 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5230 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 14 სექტემბერს ამოქმედდება.