ანალიტიკოსების ვარაუდით, მასკი 2027 წლისთვის ტრილიონერი გახდება

საქართველო, თბილისი - 2024-09-08 12:23:00

ანალიტიკოსების ვარაუდით, რომლებიც აანალიზებენ შემოსავლებს, Tesla-ს დამფუძნებლის ილონ მასკის ქონება 2027 წლისთვის ტრილიონ დოლარს მიაღწევს.

Informa Connect Academy-ის ექსპერტების ჯგუფმა თავისი გამოთვლები დააფუძნა მასკის შემოსავლების ტენდენციებს. როგორც ჩანს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ქონება წლიურად საშუალოდ 110%-ით იზრდება.

Bloomberg ინდექსის მიხედვით, მასკი ამჟამად არის პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი 251 მილიარდი დოლარით.

მასკის გარდა, ექსპერტებმა შეაფასეს მსოფლიოს კიდევ 9 უმდიდრესი ადამიანის ტრილიონერად გახდომის პერსპექტივა. მათი ვარაუდით ინდური კონგლომერატის Adani Group-ის დამფუძნებელი გაუტამ ადანი ტრილიონერი 2028 წლისთვის უნდა გახდეს. მისი ქონება წელიწადში 123%-ით იზრდება.

2028 წელს ტრილიონერობას „უწინასწარმეტყველებენ“ Nvidia-ს აღმასრულებელ დირექტორს ჯენსენ ჰუანგს და ინდონეზიელ მაგნატს პრაჯოგო პანგესტუს.

Louis Vuitton Moët Hennessy-ის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის ბერნარ არნოს ქონება, რომელიც ამჟამად მესამე ადგილზეა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში $200 მილიარდით, ექსპერტების აზრით, 2030 წელს ტრილიონს მიაღწევს. ბერნარ არნოს ბედს იმავე წელს გაიზიარებს Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი მარკ ზაკერბერგი.

მსოფლიოში პირველ ადამიანად, რომლის ქონებამაც მილიარდ დოლარს მიაღწია, ამერიკელი ბიზნესმენი და ფილანთროპი ჯონ როკფერელერი ითვლება. მისმა ქონებამ მილიარდ დოლარს ჯერ კიდევ 1917 წელს მიაღწია.