გივი მაჭარაშვილი პარიზის ოლიმპიადის ფინალშია

საქართველო, თბილისი - 2024-08-10 20:57:00

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა (97კგ) ფინალის საგზური მოიპოვა.

ნახევარფინალში ქართველმა პრინციპული მეტოქე, აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე მაგომედხან მაგომედოვი 5:0 დაამარცხა.

შეგახსენებთ, თავისუფალ ჭიდაობაში დღეს ოლიმპიური ოქროს მედლისთვის გენო პეტრიაშვილი (125კგ) იბრძოლებს, მისი მეტოქე ირანელი ამირ ჰოსეინ ზარეა.