გენო პეტრიაშვილი ოლიმპიადის ნახევარფინალშია 

საქართველო, თბილისი - 2024-08-09 15:19:00

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა მეოთხედფინალში პოლონელი რობერტ ბარანი 9:2 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

ფინალის საგზურისთვის გენო პეტრიაშვილი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილს დაუპირისპირდება.