ტატო გრიგალაშვილი ნახევარფინალშია

საქართველო, თბილისი - 2024-07-30 16:07:00

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე, ძიუდოს ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს მესამე შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში იასპარეზებს. გრიგალაშვილმა ტაჯიკეთის წარმომადგენელი მაჰმადბეკოვი ვაზარით დაამარცხა.