ტატო გრიგალაშვილმა ვაჰიდ ბორჩაშვილი დაამარცხა და ოლიმპიადის მეოთხედფინალშია
საქართველო, თბილისი - 2024-07-30 14:58:00
პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე, ძიუდოს ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) მეორე შეხვედრაც მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა.
ქართველმა ავსტრიის წარმომადგენელი ვაჰიდ ბორჩაშვილი ვაზარით დაამარცხა.